Georgisk

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კარენსეს ონლაინ სკოლაში NoTe Norwegian Teaching! გთავაზობთ ნორვეგიული ენის დისტანციური კურსებს ყველა დონეზე. ჩვენი კურსების მეშვეობით შეგიძლიათ მოემზადოთ ნორვეგიული ენის ტესტებისა და ბერგენის ტესტისთვის. ჩვენი სკოლა აღიარებულია Kompetanse Norge-ს და UDI-ს (მიგრაციის დეპარტამენტის) მიერ. ონლაინ კურსებს ჩაგიტარებენ კომპეტენტური ნორვეგიულენოვანი მასწავლებლები, რომელთაც სწავლების მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვთ.

მოქნილი გრაფიკი ონლაინ კურსის დახმარებით

ჩვენი კურსები დისტანციური და, შესაბამისად, მოქნილია. ისწავლე როცა გინდა და სადაც გინდა! კურსები მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს. შეგიძლიათ, მხოლოდ ენის დაუფლებას მოახმაროთ თქვენი დრო ან მუშაობის ან სწავლის პარალელურად გაიაროთ კურსები.

გთავაზობთ კურსებს ყველა დონეზე: A1, A2, B1, B2 და C1. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ახლა იწყებ ნორვეგიული ენის შესწავლას თუ უკვე მაღალ დონეზე ფლობ ენას და მისი დახვეწა გსურს, გვაქვს შენთვის შესაფერისი კურსი. გირჩევთ, 2-3 საათი მაინც იმუშაოთ ენაზე ყოველდღიურად, რათა ჩვენი კურსების დახმარებით მაქსიმალური ცოდნა და საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

გვაქვს ნორვეგიული ენის სპეციალური კურსები ჯანდაცვის სექტორსა და საბავშვო ბაღში დასაქმებული პირებისთვისაც. გარდა ამისა, შეგიძლიათ სასაუბრო ნორვეგიულის გაუმჯობესება ინდივიდუალური საუბრის კურსების მეშვეობით. მათ, ვისაც საზოგადოებათმცოდნეობის 50 საათიანი კურსის გავლა სურს, ვთავაზობთ კურსებს ნორვეგიულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე.

პროფესიონალი პედაგოგები და მაღალი ხარისხის კურსები

ინტერნეტსკოლა 2015 წელს დავაარსეთ. კარენსემ თავისი 15 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მოახმარა იმას, რომ შეემუშავებინა ნორვეგიული ენის შემსწავლელი კურსი, რომელიც სტუდენტებს სასურველი შედეგების მიღწევაში დაეხმარებოდა. ჩვენი სკოლის გუნდი შედგება მაღალკვალიფიცირებული პედაგოგებისგან. კურსების პარალელურად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენ მიერ შემუშავებული უფასო რესურსებით, მაგალითად, კარენსეს YouTube ვიდეოებით, პოდკასტით, ხმოვანი შეტყობინებებით, ინსტაგრამის ანგარიშით და Facebook ჯგუფით.

სხვადასხვა რესურსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით შემდეგ ბმულს.

კურსი ინდივიდუალური ხელმძღვანელობით

ნორვეგიული ენის დისტანციური კურსები შედგება აუდიოჩანაწერებისაგან და  სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებისაგან  კითხვაში, მოსმენასა და წერაში. თქვენ მიერ შესრულებულ წერით დავალებებს ჩვენი პედაგოგები წაიკითხავენ, შეასწორებენ, შეაფასებენ და გირჩევენ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ შემდეგ ჯერზე უკეთ დაწეროთ. მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თითოეული კურსის აღწერას ან გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები ელ.ფოსტის მეშვეობით.

ჩვენი კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს (ბმული – ჩვენი კურსები)

კურსების საფასურში შედის ასევე ყოველთვიურად ერთი საათით ინდივიდუალური საუბარი პედაგოგთან. ეს საათები შეგიძლიათ გამოიყენოთ სასაუბრო ნორვეგიულის გასაუმჯობესებლად; გამოთქმაზე ან გრამატიკაზე სამუშაოდ, გასაუბრებისთვის მოსამზადებლად და ა.შ., რათა აიმაღლოთ ნორვეგიული ენის დონე არა მხოლოდ წერასა და კითხვაში, არამედ საუბარშიც.  პედაგოგთან საუბრის შემდეგ მიიღებთ დოკუმენტს, რომელშიც აღწერილია რა ისწავლეთ, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ასევე მიიღებთ სიტყვების სიას, საჭირო რესურსების ბმულებსა და ა.შ.

ინგლისური ენის კურსები ყველა დონეზე

NoTe გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ყველა დონეზე, ასევე კურსებს ბიზნეს ინგლისურში. ჩვენი დისტანციური კურსები 1-6 თვეს გრძელდება და მოიცავს ინგლისური დონეებს ბ1 დონის ჩათვლით. თუ გსურთ კურსების დასრულების შემდეგ ინგლისური ენის დონის კიდევ უფრო ამაღლება, შეგიძლიათ ჩვენს პედაგოგებთან ინდივიდუალური გაკვეთილები გაიაროთ.

ინგლისური ენის კურსები მარტო მათთვის კი არაა განკუთვნილი, ვისაც ინგლისური ენის შესწავლა სურს, არამედ მათთვისაც, ვინც ემზადება ინგლისური ენის ტესტებისთვის, მაგალითად TOEFL ან IELTS-თვის, რათა შეძლოს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება. ჩვენი ინგლისური ენის პედაგოგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან და ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობენ.

შეხვდი კარენსეს

YouTube არხის მეშვეობით შეგიძლიათ კარენსესგან შეისწავლოთ ნორვეგიული ენა და გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ ჩვენს კურსებზე. კურსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვიდეო:

დარეგისტრირდი

ყოველთვის გვახარებს კურსებზე ახალი სტუდენტების მიღება. ჩვენი დისტანციური სკოლის კარი მუდამ ღიაა შენთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე ფლობ ნორვეგიულ ენას და სად იმყოფები. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ ნორვეგიული ენის სწავლასა და დახვეწაში დაგეხმაროთ.

Kontakt

+47 400 48 599
post@note.no